Thursday, December 20, 2012

დემოკრატიზაციის მესამე ტალღა

1970-იან წლებში სამხრეთ ევროპაში სამი დიქტატურა - ესპანეთი, პორტუგალია და საბერძნეთი დემოკრატიული განვითარების გზას დაადგა. ამით მსოფლიო ისტორიაში ე. წ. დემოკრატიზაციის მესამე ტალღა დაიწყო, რომელიც 1980-იან წლებში ლათინური ამერიკის, აფრიკისა და აზიის ცალკეულ რეგიონეზე გავრცელდა და ცივი ომის დასრულების პარალელურად ყოფილი აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნებიც მოიცვა.ლოგიკურია, ამ პროცესში, უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკური სისტემის ტრანზიცია, ანუ მართვის ავტოკრატიული ფორმიდან დემოკრატიულზე გადასვლა იგულისხმება.თუმცა, სამხრეთი ევროპისა თუ ლათინური ამერიკის ქვეყნებისაგან განსხვავებით, პოსტსოციალისტურ და განსაკუთრებით პოსტსაბჭოურ დემოკრატიზაციაში არა მხოლოდ პოლიტიკური სისტემის, არამედ ეკონომიკური და ასევე საზოგადოებრივი სისტემების გარდაქმნა ხდება. ამაში იგულისხმება ,,გეგმიური ეკონომიკის“ საბაზრო პრინციპებით შეცვლა, პოლიტიკური კულტურის და ზოგადად კულტურის ტრანსფორმაცია, გნებავთ მოდერნიზაცია. ყურადსაღებია, რომ პოსტსაბჭოური ქვეყნების შემთხვევაში ამ პროცესების პარალელურად მიმდინარეობს სახელმწიფოს შენება. ამ მოვლენას ხშირად ,,გემის ზღვაზე აგების“ ფენომენს უწოდებენ, რითაც იმის თქმა სურთ, რომ ურთულესი ,,საზოგადოებრივი ცვლილებები შესაბამისი მართვის მექანიზმების არარსებობის ფონზე მიმდინარეობს და ეს მექანიზმები - სახელმწიფო ინსტიტუტები, სამართავი პროცესების პარალელურდ შენდება“.ამასვე ემატება დროის ფაქტორი, ანუ ის, რომ, რაც ტრადიციული დემოკრატიის ქვეყნებმა რამდენიმე საუკუნის განმავლობაში შექმნეს, ახალმა დემოკრატიებმა რამდენიმე წელიწადში უნდა აითვისონ. წყარო


No comments:

Post a Comment