Monday, January 14, 2013

დემოკრატია და კაპიტალიზმი

თეორიულად დემოკრატია ნიშნავს სახალხო მმართველობას,მმართველობის ისეთ ფორმას,რომელიც თითოეული ინდივიდის ძალისხმევაზეა დაფუძნებული.დემოკრატია ადამიანს აძლევს სიტყვისა და არჩევნის თავისუფლებას,ამ არჩევნისა და უფლებების აღმასრულებელი ორგანოს მონიტორინგისა და საჭიროების შემთხვევაში  მექანიზმის დესტრუქციის უფლებას.
ამ თეორიულ ვარაუდს მივყავართ დასკვნამდე,რომ ინდივიდებს,რომლებიც ამავდროულად საზოგადოების შემადგენელი ელემენტებია,აქვთ თავისუფალი შესაძლებლობა,თავად ჩამოაყალიბონ საკუთარი აზრი და გამოხატონ ის ნებისმიერი საკითხის შესახებ.ეს გულისხმობს ინდივიდის პოლიტიკურ და ეკონომიკურ დამოუკიდებლობას,მაშასადამე ყველა იძულებულია საკუთარი ნება და არჩევანი საზოგადოებრივ გადაწყვეტილებად აქციოს.
თუკი არსებობენ კლასები და ცალკეული პიროვნებები,რომლებიც ამა თუ იმ ეკონომიკური მოდელის მიერ ნაკარნახევ წარმოების პროცესსა და ნაწარმის გადანაწილების პროცესში ზემოთ ჩამოთვლილი უფლებებითა და თავისუფლებებით არ სარგებლობენ,ე.ი. დამოკიდებული არიან რაღაც სხვა ძალაზე,რომელიც წარმოებაზე მონოპოლიიით სარგებლობს,ასეთ შემთხვევაში ე.წ. დემოკრატიული სისტემა ვერ იმუშავებს.იგი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ფასადური მოდელი ხდება,რომელიც მხოლოდ მასების მოტყუებასა და დამორჩილებაზეა ფოკუსირებული,იმისათვის,რომ პრივილეგირებულთა მმართველობა და დომინანტური კლასი კონსოლიდირებული და უსაფრთხო იყოს.
წყარო